რუსთაველზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო 15 კვირიანი გადაკეტვის შემდეგ 24 ივლისს სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. 

პოლიციამ 22 ივლისს აიღო იმპროვიზირებული საკნები და ქუჩიდან ტროტუარზე გადაიტანა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ. ამ ქმედებას ოპოზიციის წინააღმდეგობა არ მოყოლია, რომელმაც მანამდე თავად განაცხადა, რომ ”საკნების ქალაქის” აღებას გეგმავდა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს რუსთაველის გამზირი და კიდევ რამდენიმე მიმებარე ქუჩა თბილისის ცენტრალურ ადგილებში უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ საღამოს დატოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version