პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში 25 უმსხვილეს ბიზნესმენს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრა, სადაც განიხილება პოლიტიკური და ეკონომიკური, მათ შორის ორმაგი დაბეგვრის და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.
ნიკა გილაური ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს, რეგიონალური განვითარების მინისტრს სილვან შალომს.