მთავრობამ დღევანდელი დღე გლოვის დღედ გამოაცხადა იმ ავტოკატასტროფის გამო, რომელიც გუშინ რაჭაში მოხდა და სამი მოსწავლე იმსხვერპლა.
ავტობუსი, რომელსაც შაორის ტბასტან მდებარე პატრიოტთა ბანაკში მოსწავლეები გადაჰყავდა, ნაქერალას უღელტეხილზე ხევში 13 ივლისს გადავარდა და ადგილზევე იმსხვერპლა ორი ახალგაზრდა. ერთი გოგონა საავადმყოფოში მოგვიანებით გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შედეგად ამჟამად 12 მოზარდი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო ცხრა დაშავებული უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.