პრეზიდენტი სააკაშვილი 6 ივლისს ვილნიუსს ეწვევა, სადაც ლიტვის ათასწლეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება ლიტვის ყოფილ პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს, რომელიც ივნისში სტუმრობდა თბილისს და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს.