პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომას ატარებს. ეს მეორე სხდომაა მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, ხოლო პირველია 12 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
სხდომის დროს დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გიორგი ახვლედიანმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 15 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამჭირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა, ხოლო კიდევ ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან გურამ ჩახვაძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატების გამართვისკენ მოუწოდა.