გაეროს ოფისთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

თბილისში, გაეროს ოფისთან მიმდინარე აქციაზე ჯიპის ტიპის მანქანა შევარდა და სამი ქალბატონი გაიტანა. სამივე მათგანი დაშავებულია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლეიბორისტული პარტიიდან ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ეს ქმედება იყო ”პროვოკაცია”.

აქცია დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვას უკავშირდებოდა.

Exit mobile version