ასაფეთქებელი მოწყობლობა 2 ივნისს დაახლოებით ღამის 3:30 საათზე აფეთქდა, რის შედეგადაც დაზიანდა ზუგდიდი-ხობის სარკინიგზო მონაკვეთი სამეგრელოს რეგიონში, განაცხადეს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.
აფეთქებამ თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეაფერხა დაახლოებით სამი საათით. თუმცა, საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.