კარასინმა და ვერბეკემ აფხაზეთის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 29 მაისს მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იოჰან ვერბეკეს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე განხილვები რეზოლუციის პროექტზე ”ქართულ-აფხაზური საზღვრის მიდამოებში” გაეროს დამკვირვებელთა ყოფნის შესახებ.

”რუსულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მისიის მომავალ მანდატში შესაბამისად აისახება სამხრეთ კავკასიაში არსებული ახალ პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობები,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version