პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვარშავაში 29-30 აპრილს გაიმართება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.
კონგრესში ასევე მიიღებს მონაწილეობას ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.