პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ის პროცესები, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს დიალოგით და ქვეყნის ”ორგანიზმის გამოჯანმრთელებით” დასრულება.
”რეცეპტი ალბათ გახლავთ ის, რომ რაღაც ეტაპზე ქართულმა პოლიტიკამ უნდა მოიხადოს ყველა დაავადება იმისათვის, რომ ორგანიზმის გამოჯანმრთელდეს და ჰქონდეს სამომავლოდ იმუნიტეტი. ეს ხუმრობით,”- განაცხადა მან, ”თუმცა, ალბათ, როგორც ჩანს, სერიოზულადაც ჩვენ მოგვიწევს გარკვეული იმუნიტეტის შემუშავება სამომავლოდ და მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, მას შემდეგ, რაც ამ პროცესს დავასრულებთ და დარწმუნებული ვარ დავასრულებთ დიალოგის გზით, სამომავლოდ ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მდგრადი ასეთის ტიპის პროცესების მიმართ”.
ბაქრაძემ ეს განცხადება საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში 27 აპრილს მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.