ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო, კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში ვაკანტური თანამდებობის დაკავება სურს.
ჩიქოვანი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის აქციების 30%-ის მფლობელია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან განუცხადა Civil.Ge-ს 21 აპრილს, რომ კომისიის წევრად დამტკიცების შემთხვევაში ჩიქოვანს მოუწევს მის აქციებზე უარის თქმა, რადგანაც ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიულმა დეპარტამენტმა Civil.Ge-ს კომენტარზე უარი უთხრა.
იმავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ ჩიქოვანი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი გეგეშიძემ შეცვალა. გაზეთ ”რეზონანსის” და ვებგვერდის Media.ge-ს თანახმად, გეგეშიძე ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორია სარეკლამო კომპანიაში Magi Style. ”რუსთავი 2”-ის მენეჯმენტმა კომენტარზე უარი განაცხადა.
სულ ხუთი ადამიანი იბრძვის კომისიაში დარჩენილი ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. სავარაუდოდ, ამ ადგილს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავეს და შესაძლებელია, რომ ის მომავალში კომისიის თავმჯდომარეც გახდეს.