სახალხო დამცველის აპარატი აქციაზე ღამით მომხდარი ინციდენტებით შეშფოთებულია

სახალხო დამცველის აპარატი 9 აპრილს საღამოს მომხდარი თავდასხმის ორი ინციდენტის შესახებ იტყობინება და შსს-ის დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გუშინ  სახალხო დამცველის ოფისს მიმართა მოძრაობა “რატომ ?” ხუთმა  აქტივისტმა, რომელთაც განუცხადეს, რომ დაახლოებით 23:00 საათზე ისინი ავტომანქანით რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ გზა გადაუჭრა ჯიპის ტიპის სამმა ავტომობილმა და მათივე თქმით, მანქანიდან გადმოსულმა  ნიღბიანმა პირებმა ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს და გააფთხილეს ”აქციაზე აღარ წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ”.

ომბუდსმენის აპარატი, რომელიც აქციებზე მონიტორინგს ახორციელებს, ასევე იტყობინება, რომ გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირზე დაზიანებული ავტომანქანით მივიდა მძღოლი დავით ახლახაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ავლაბრის ტერიტორიაზე დახვდნენ ნიღბიანი პირები, რომლებმაც მანქანა დაამტვრიეს, ხოლო ერთ-ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სახალხო დამცველი ამ ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამს.

”სახალხო დამცველის რწმუნებულები ორივე შემთხვევას სწავლობენ,”- ნათქვამია სახალხო დამცველის  განცხადებაში, ”მომხდარი გვაგონებს იმას, რაც ხდებოდა 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მიტინგების დროს”.

Exit mobile version