ტექსტის ორიგინალი არის ინგლისურ ენაზე, ქვემოთ მოყვანილია ორიგინალის ქართული თარგმანი
2009 წლის 7 აპრილი
ჩვენ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ვერთიანდებით ქართველ ხალხთან ერთი სამართლიანი მიზეზის გარშემო, რაც გამოიხატება ლიდერის ნებაყოფლობითი გადადგომის მშვიდობიანად მიღწევაში, რომელმაც:
- ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება ყველა შესაძლო გზით;
- დაიწყო, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ ომი, რამაც გამოიწვია ასობით მსხვერპლი საქართველოს არმიაში და ცხინვალში ჩვენს მოქალაქეებს შორის;
- წააგო ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მოგებაც, მან იცოდა, რომ შეუძლებელი იყო და დაკარგა ახალი ტერიტორიები;
- დაანგრია საქართველოს ეკონომიკა და მისი აქტივების უმეტესობა რუსულ კაპიტალს მიყიდა;
- წაართვა საკუთარ ხალხს ელემენტარული თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლება;
- გაანადგურა და ჩამოართვა კერძო საკუთრება;
- შეინარჩუნა ძალაუფლება მანიპულაციების და გაყალბების გზით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე;
- ამ გზით და საკუთარი ქვეყნის დანგრევის გზით, ამ ლიდერმა დაკარგა ლეგიტიმურობა და ხალხის ნდობა. მან დაკარგა უფლება მართოს ეს ქვეყანა.
ჩვენ მოვალედ ვთვლით თავს დავასრულოთ დემოკრატიის ეს პაროდია და დავაბრუნოთ საქართველო დამოუკიდებლობის იმ გზაზე, რომელსაც 20 წლის წინ დავადექით და რომელიც ხალხის ნებით დადასტურდა 2003 წლის რევოლუციის დროს, გზაზე, რომელიც დემოკრატიისკენ და ევროპისკენ მიდის.
ქართველი ხალხი, მათი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები გამოხატავენ თავიანთ ნებას, რათა იხილონ მიხეილ სააკაშვილის უკანონო მანდატის დასასრული, რაც ქვეყანას ასე ძვირად დაუჯდა.
ქართველი ხალხის უზენაესი ნების გამოხატულება მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით, რომელიც დაიწყება 9 აპრილს და გაგრძელდება საჭიროებისამებრ მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე.
მას შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომლითაც სარგებლობს ექს-პრეზიდენტი გადადგომის შემდეგ.
როგორც კი ის დამორჩილდება ხალხის ნებას, განხორციელდება კონსტიტუციით მინიჭებული ყველა პროცედურა: პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ თავზე აიღებს დროებით ფუნქციებს; მთავრობა განაგრძობს თავის საქმიანობას, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 45 დღეში დადგინდება; ყველა სახელმწიფო დაწესებულება განაგრძობს საქმიანობას დაბრკოლებების გარეშე.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას თავი შეიკავონ კრიზისის დროს რაიმე სახის ჩარევისგან:
- ნუ შეეცდებიან სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით პრეზიდენტის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა საკუთარი ხალხის ნდობა; ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2008 წლის იანვარში, როდესაც ჩვენმა უახლოესმა მეგობრებმა სტაბილურობა არჩიეს დემოკრატიას; სააკაშვილმა ეს მხარდაჭერა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა, მან ეს მწვანე შუქად მიიღო მისი შემდგომი ქმედებებისთვის და ამას მოყვა ომი. მას შემდეგ, ჩვენ აღარ გვქონია არც დემოკრატია, არც ნამდვილი სტაბილურობა;
- ნუ შეეცდებიან ამ მოვლენების გამოყენებას არასტაბილურობის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ იარაღის ჟღარუნი ან პროვოკაცია ამ გარდამავალ პერიოდში აღქმული იქნება როგორც ნიშანი სააკაშვილის ფარული და არაპირდაპირი მხარდაჭერისა, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს დისკრედიტირებულ და სუსტ ხელისუფლებას, რომლის იზოლირებაც უფრო ადვილია.
წინასწარ ვუხდით მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობას და მის წარმომადგენლებს საქართველოში, რათა დაგვეხმარონ იმის უზუნველყოფაში, რომ გარეშე პროვოკაციები არ შეუშლის ხელს ქართული ერის მშვიდობიან მანიფესტაციას, რომლის მიზანიცაა დაასრულოს ომის ინსპირატორი და ავტორიტარული რეჟიმი და გახდეს ნამდვილად დემოკრატიული და ნამდვილად ევროპული სახელმწიფო.
წინასწარ ვუხდით მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ურჩიოს მიხეილ სააკაშვილს არ გამოიყენოს ძალა და პროვოკაციები სპეცსამსახურების მეშვეობით, ისევე როგორც ჩვენც შევიკავებთ თავს რაიმე არაკონსტიტუციური ქმედებებისგან და არ მივმართავთ ძალადობას.