ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 9 აპრილიდან ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ, დღეიდან რეგიონებში იწყებენ კამპანიას მოსახლეობის მობილიზების მიზნით.
ამის შესახებ დღეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა კახეთში გამგზავრებამდე გააკეთეს განცხადება. არსებული გეგმის თანახმად, თელავის შემდეგ ოპოზიცია შეხვედრებს გამართავს 3 აპრილს ქუთაისში; იმავე დღეს გადაინაცვლებს ბათუმში; 4 აპრილს კი ზუგდიდს ესტუმრება.