თბილისში დღეს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ჩამოვიდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეთიუ ბრაიზა შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-თან.