საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე კრაკოვში იმყოფება, სადაც 19-20 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება.
20 თებერვალს დავით სიხარულიძე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც ნატოს პრესსამსახურის თანახმად, განიხილება აგვისტოს ომის შემდეგ ალიანსის მხრიდან საქართველოს დახმარების საკითხები, ქვეყნის თავდაცვის რეფორმისა და 2009 წლის პრიორიტეტები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით.