სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარეობს სამეთაურო-საშტაბო წვრთნები სახელწოდებით ”ჯარების ოპერატიული განთავსება”, რომლის მიზანია რუსულ სამხედრო ბაზასთან ურთიერთქმედება საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, იუწყება 18 თებერვალს ”აფსნიპრესი”.
”ეს 2009 წელს უკვე მეორე გეგმიური წვრთნაა, რომლის მიზანია გეგმების დაზუსტება კოდორის ხეობის გათავისუფლების შემდეგ,”- აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის გენშტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
წვრთნები 19 თებერვალს დასრულდება.
თბილისმა აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა კონტროლი ზემო კოდორის ხეობაზე, სადაც ამაჟამად რუსული და აფხაზური ძალები არიან განთავსებული.