პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის გერმანიიდან საქართველოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაბრუნდება, განაცხადეს საპატრიარქოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სარეაბილიტაციო კურსს პატრიარქი თავდაპირველად ბერლინში გადიოდა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით გერმანიის დედაქალაქიდან 300 კმ-ში მდებარე ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძო მკურნალობა.

”ამჟამად პატრიარქი თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს,”- განაცხადა მან და ილია მეორეს ჯანმრთელობის თემით სპეკულირებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 4 თებერვალს გაემგზავრა, რასაც წინ უძღოდა მისი ჰოსპიტალიზაცია თბილისში, ფრიდონ თოდუას კლინიკაში მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით. 

Exit mobile version