ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე – ბიოგრაფია

ვიქტორ დოლიძე. ფოტო: ეუთო/დავით ხიზანიშვილი.

ვიქტორ დოლიძე დაიბადა 1973 წლის 4 ივლისს.

2005 წლის 15 ივლისი-2009 წლის თებერვალი – ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან  საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

2004 წლის 1 ივლისი -2005 წლის 15 ივლისი  – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საერთაშორისო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორი;

2001 წლის ივნისი-2004 წლის 30 ივნისი – საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში;

2000 წლის აგვისტო-2001 წლის ივნისი – ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და  ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო; ევროგაერთიანებებსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი. 
 
1999 წლის აგვისტო-2000 წლის აგვისტო – ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და  ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო, მრჩეველი;

1998 წლის ნოემბერი-1999 წლის აგვისტო – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი;

1997 წლის აპრილი-1998 წლის ნოემბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ნატოს  განყოფილების უფროსის მოადგილე;

1996 წლის ივნისი-1997 წლის ნოემბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა თანამდებობები.     

აკადემიური განათლება

2004  – ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი;

1999  – თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი, ქ. მონტერეი, კალიფორნია

1998 –  შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი

1997 –  ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომი

1990-1995  – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი

უცხო ენების ცოდნა 

ინგლისური, რუსული, ფრანგული.  

მსგავსი/Related

Back to top button