რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ”აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან” საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის დავალება გასცა, იტყობინება კრემლი.
ამავე ცნობით, ეს ფუნქცია მედვედევმა დააკისრა ალექსანდრე გოლოვინს, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
საქართველომ დსთ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.