აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 9 იანვარს მოაწერენ ხელს, განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ამ მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში 8 იანვარს გაემგზავრება.
დოკუმენტზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში, ხელმოწერა 4 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სამუშაო გრაფიკის შეცვლის გამო ეს ღონისძიება გადაიდო.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ხელშეკრულება იმ ქარტიის მსგავსი იქნება, რომელიც ვაშინგტონმა დეკემბერში კიევთან გააფორმა.