ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი 27-29 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხუთ ლიტველ მონიტორს და მოინახულებს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ცენტრს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.