ალასანია უსუფაშვილს და გამყრელიძეს შეხვდა

მომავალი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს გაეროში ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ, ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების პრეს-სამსახურები ავრცელებენ. ინფორმაციაში არ არის ასახული კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობაზე იყო საუბარი და მიღწეულია თუ არა რაიმე სახის შეთანხმება.

ალასანიამ  24 დეკემბერს გააკთეა განცხადება, სადაც აგვისტოს მოვლენების გამო ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელსაც წინ უნდა უძღვოდეს ახალი საარჩევნო კოდექსის  შეუშავება.

მან 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერნციაზე არ დააკონკრეტა თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებს მომავალში თანამშრომლობას და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველასთან მზად არის გაიაროს კონსულტაციები.

რესპუბლიკური პარტიის და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა ორ-პარტიული პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმება 8 დეკემბერს გააფორმეს და განაცხადეს, რომ ირაკლი ალასანია მათთვის ”სასურველი პარტნიორი” იქნებოდა.

Exit mobile version