დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი.
საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ტიგრან სარქისიანი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ მგალობლიშვილს შეხვდება და საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.