დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე, რომელიც თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ მგალობლიშვილთან მართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.