გაჩეჩილაძე მიესალმება კიწმარიშვილის განცხადებებს

ლევან გაჩეჩილაძემ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ეროსი კიწმარიშვილს მოუწოდა ”გააგრძელოს სიმართლის თქმა”.

”რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სარისკოა, მაგრამ ეს აუცილებელია,” – განაცხადა მან სატელეფონო ჩართვისას ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში, სადაც კიწმარიშვილი იყო მიწვეული საპარლამენტო კომისიაზე დაკითხვის შემდეგ. 

გაჩეჩილაძემ ასევე მიუწოდა ხელისუფლების სხვა წევრებსაც სიმართლე თქვან.

”სულ 5-10 ან 15 კაცშია პრობლემა [ხელისუფლებაში], ჩემო კარგებო, თუ ჩვენ დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე და ეს ეხება იმ ხალხსაც ვინც დღეს  წელს უმაგრებს დღევანდელ დამნაშავე ხელისუფლებას, მაშინ საქართველო გადარჩება, თუ არადა ჩვენ ვერ მოვახერხებთ საქართველოს გადარჩენას,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

Exit mobile version