ნათელაშვილი გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს აკრიტიკებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ”არაობიექტურობის” და ოპოზიციის ”ბლოკირების” გამო საქართველოში გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩების პატრისია ფლორის, ერიკ ფურნიეს და დენის კიფის, შესაბამისად,  გაწვევას ითხოვს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ სამივე ელჩი პრეზიდენტ  სააკაშვილის ინტერესებს ატარებს.

”გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები წარმოადგენენ სააკაშვილის ლობისტურ კანტორებს, ხოლო ეს ელჩები სააკაშვილის პირად ადვოკატებს,”- განაცხადა მან.

”მათ ორგანულად სძულთ ოპოზიცია და ახდენენ ჩვენი ღონისძიებების ბოიკოტირებას და ბლოკირებას ევროპის მასშტაბით,”- აღნიშნა ნათელაშვილმა, ”იმავდროულად აწვდიან თავიანთ მთავრობებს უაღრესად არაობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”.

This post is also available in: English

Exit mobile version