საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად ვერ გაიგო პრეზიდენტ სარკოზის მიერ ბრიუსელში გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთმა შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ამიტომაც ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობის მოლაპარაკებების განახლების პრობლემა არ არსებობს.
”ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, რომ ის არ არის შესრულებული,” – იტყობინება AFP ტყეშელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 9 ნოემბერს პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
”მე ნამდვილად მჯერა, რომ ახლა არ არის შესაფერისი მომენტი ამის გასაკეთებლად [მოლაპარაკებების აღსადგენად], სწორედ ახლა რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას,” – განაცხადა მან.
”სხვათაშორის, ევროკავშირის საბჭოს მიერ 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ნათლად აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ განახლდება, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ძალებს 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე,” – განაცხადა მან, ”თუ ეს არ ხდება და ჩვენ ისევ გვყავს ათასობით რუსი ჯარისკაცი ჩვენს ქვეყანაში – და ახალგორი სხვათაშორის დედაქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს – როგორ უნდა ვისაუბროთ მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობაზე?”
This post is also available in: English