შუალედურ არჩევნებზე დაბალი აქტივობაა

თბილისში შუალედურ არჩევნებში შუადღისთვის ვაკისა და დიდუბის ოლქების 167 761 ამომრჩევლის 3,42%-მა მიიღო მონაწილეობა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

თუმცა კომისია ასევე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდას დღის მეორე ნახევარში ელის. ვაკესა და დიდუბეში კენჭს ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატები იყრიან.

შედარებით მაღალი აქტივობა გამოაცხადა აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან დაკავშირებით. კომისიის განცხადებით, დღის 12 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის ექვსი ოლქიდან შუახევში (25.51%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი  – ბათუმში (13.67%).

აჭარის არჩევნებში მმართველი პარტია მონაწილეობს, თუმცა მას ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძირითადი ოპოზიციური სპექტრი.

Exit mobile version