დავითაიამ აგვისტოს დასაწყისში საზღვრის გადამკვეთი თანამდებობის პირების სია წარმოადგინა

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღმასრულებელი ხელისუფლების და დეპუტატების სია წარმოადგინა, რომლებმაც 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. 

დავითაიამ დეპუტატთაგან მხოლოდ კობა ნაყოფია დააკონკრეტა, რომელმაც ამ დღეებში ქვეყანა დატოვა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა.

დავითაიას თქმით, სიები საზღვრის დაცვის პოლიციამ კომისიას წერილის საფუძველზე მიაწოდა, სადაც მოთხოვნილი იყო ყველა იმ თანამდებობის პირის სია, რომლებმაც 7-დან 14 აგვისტოს ჩათვლით საზღვარი გადაკვეთა. წარმოდგენილ სიაში სულ 35 პირია დაფიქსირებული, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგელები, ისე დეპუტატები.

კობა ნაყოფია (დეპუტატი)
გიორგი მელაძე  (დეპუტატი)
გიორგი თარგამაძე  (დეპუტატი)
გოდერძი ბუკია  (დეპუტატი)
გივი თარგამაძე  (დეპუტატი)
მარიკა ვერულაშვილი (დეპუტატი)
დილარ ხაბულიანი  (დეპუტატი)
ჰარუთინ ჰოვჰანესიანი  (დეპუტატი)
გიორგი წერეთელი (დეპუტატი)
ურუზმაგ ქარქუსოვი  (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე)
ირაკლი გიორგობიანი (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე)
ნინო კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე)
სერგო ქიტიაშვილი  (დეპუტატი)
მამუკა მუჯირი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე)
გიორგი ბოკერია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე)
ბაკური კვეზერელი  (სოფლის მეურნეობის მინისტრი)
ეკა ტყეშელაშვილი  (საგარეო საქმეთა მინისტრი)
პაატა ლეჟავა  (დეპუტატი)
ბეჟან ხუციძე (დეპუტატი)
რომან მარსაგიშვილი  (დეპუტატი)
მერაბ სამადაშვილი  (დეპუტატი)
ირაკლი ქავთარაძე  (დეპუტატი)
ლაშა  მინდაძე  (დეპუტატი)
ლევან მჭედლიშვილი (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე)
ნინო ენუქიძე
თამარი კოვზირიძე (ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე)
გოჩა მამაცაშვილი
ალექსანდრე ხეთაგური (ენერგეტიკის მინისტრი)
კანდიდ კვიციანი  (დეპუტატი)
ნიკოლოზ რურუა  (დეპუტატი)
დავით ბაქრაძე (პარლამენტის თავმჯდომარე)
კობა სუბელიანი  (დეპუტატი)
დავით ბეჟუაშვილი  (დეპუტატი)
გიორგი ღვინიაშვილი (დეპუტატი)
გოგი ლიპარტელიანი (დეპუტატი)

პაატა დავითაიას განცხადებით, ყველა ეს ადამიანი კომისიის მიერ იქნება დაბარებული და დაიკითხება, თუ რა მიზეზით გადაკვეთეს საზღვარი.  

”უმეტესს, 80% აქვს შემოსვლა, მათი გასვლა არის 7 აგვისტომდე, როდესაც არ იყო დაწყებული საბრძოლო მოქმედებები… მაგრამ ყველა იქნება დაბარებული,” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

Exit mobile version