
ახალი ამბები
შსს: რუსმა სამხედროებმა გალში ხიდი ააფეთქეს
დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა გალის ტერიტორიის ზუგდიდთან დამაკავშირებელი შამგონა-თაგილონის ხიდი ააფეთქეს, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 ოქტომბერს.
შსს-ს ინფორმაციით, ეს უკვე მეორე ხიდი ააფეთქეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
”ამგვარი ქმედება მიზნად ისახავს, გალის რაიონის მოსახლეობის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსაგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
This post is also available in: English