ევროპის საბჭოს დეპუტატები საქართველო-რუსეთის ომზე დებატებს განაგრძობენ

2 ოქტომბრის დილიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განახლდა დებატები საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. დებატების პირველი რაუნდი 30 სექტემბერს შედგა.

დებატები ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელიც ევროპის საბჭოს სპეციალურმა შემსწვალელმა მისიამ მოსკოვსა და თბილისში 22-25 სექტემბერს ვიზიტების შედეგებზე მოხსენების სახით წარუდგინა ასამბლეას.  

დებატების დასასრულს ასამბლეა მიიღებს სპეციალურ რეზოლუციას, სადაც სავარაუდოდ, მოუწოდებს რუსეთს სრულად გაიყვანოს ძალები საქართველოდან და შეცვალოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივი აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ასევე ექვს-პუნქტი??%9

Exit mobile version