საქართველოში პატრულირების პირველ დღეს რაიმე მნიშვნელოვან ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, განაცხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 1 ოქტომბერს, მისი საქმიანობის დაწყების პირველი დღის დასასრულს.
პატრულირება ოთხივე რეგიონალური ოფისიდან – ფოთი, ზუგდიდი, გორი და ბაზალეთი – დაიწყო.
პატრულირება 14 ჯგუფმა განახორციელა – თითოეული შედგებოდა ორი მანქანისგან და რვა დამკვირვებლისგან, იტყობინება ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
მისიამ ასევე აღნიშნა, რომ პატრულმა შეძლო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა სამ რუსულ საგუშაგოსთან; თუმცა, აფხაზეთში ისინი არ შესულან, რადგანაც ეს არც იყო მოსალოდნელი.
მისიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ძალების გასვლის ბოლო ვადა 10 ოქტომბერს იწურება, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.