ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი 25-28 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს.
”ჩემი ვიზიტის მიზანია შევაფასო ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული უსაფრთხოების დაცვის იმ ექვსი პრინციპის განხორციელება, რომლებიც 22-29 აგვისტოს რეგიონში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ მოხსენებაშია შემოთავაზებული,” – განაცხადა კომისარმა. ”ეს პრინციპები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ. ახლა მთავარია, რომ განხორციელდეს კონკრეტული ზომები მათი ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად”.
ეს ექვსი პრინციპია: დევნილთა დაბრუნების უფლება, დევნილების დაბრუნებამდე მათთვის ადექვატური დახმარების და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა; მცდელობების განსაზღვრა ომით დაზარალებულ რაიონებში; მართლწესრიგის საკითხში არსებული ვაკუუმი აღმოფხვრა, ასევე ბუფერულ ზონაში უსაფრთხოების საკითხის მოგვარება; ტყვეების და სხვა დაკავებული პირების ჰუმანიტარული გაცვლა; ომგამოვლილ რეგიონებში საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფა, რათა მოგვარდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ჰამარბერგი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ომბუდსმენს, დევნილებს და ასევე ეწვევა გორსა და ცხინვალს.