დღეს ცხინვალის გარეუბანში აფეთქებას ერთი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მსხვერპლმა ასაფეთქებელ ნივთიერებას მიაგნო. ”მომხდარის დეტალები დგინდება,”- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.