სააკაშვილი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში  გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა და დახურულ კარს მიღმა საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამართა შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იუშენკოსთან ერთად, რომელიც ასევე სტუმრობს აშშ-ს, შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან ჯონ მაკკეინთან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან სარა პალინთან.

Exit mobile version