საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 11%-დან 10%-მდე შეამცირა და ამის მიზეზად გაზრდილი ბიზნესრისკების და ლიკვიდობის დეფიციტი დაასახელა.
20 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 12-დან 11%-მდე შეამცირა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიზნესრისკების და ლიკვიდობის დეფიციტის გამო, მნიშვნელოვნად არის შენელებული ბანკების აქტიურობა.
”მოსალოდნელია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, საშუალოვადიან პერიოდში ბანკები კონსერვატიულად მიუდგებიან რისკების მართვას და ვეღარ შეძლებენ თავიანთი საქმიანობის აგრესიულ გაფართოებას,” – ნათქვამია განცხადებაში.