civil.ge
ნიკარაგუამ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა აღიარა
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ხელი მოაწერა განკარგულებებს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ნიკარაგუას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა. ნიკარაგაუა მეორე ქვეყანაა რუსეთის მერე, რომელმაც საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონები აღიარა. ვენესუელა და ბელარუსი ასევე მიესალმნენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ჯერ-ჯერობით ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ.