პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გამთენიისას აშშ-ში გამგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები გაეროს შტაბ-ბინაში.

ბაქრაძემ გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ის შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს და ასევე უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს, ”სავარაუდოდ, გარდა რუსეთის ელჩისა”.

”თემა ბუნებრივია არის მიმდინარე მოვლენები, არის საქართველოსთვის შესაძლო დახმარების მიმართულებები და არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შევინარჩუნოთ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური პროცესი, არ მივცეთ რუსეთს საშუალება, რომ მისი ცალმხრივი აღიარება გადაიყვანოს საერთაშორისო მდგომარეობაში და გავაგრძელოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ეს ბოლო ორი კვირის მანძილზე დავით ბაქრაძის უკვე მეორე ვიზიტია აშშ-ში. პარლამენტის თავმჯდომარე 24-28 აგვისტოს ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრო.

Exit mobile version