რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა პრეზიდენტ მედვედევს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა ”უკან დაიხიეს საქართველოს ტერიტორიიდან,” განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
”უკან დახევა ინციდენტების გარეშე განხორციელდა და გეგმის შესაბამისად დასრულდა მოსკოვის დროით 19:50 საათზე,” – იტყობინება სამინისტრო.
”სამშვიდობო მისიის საგუშაგოებმა უსაფრთხოების ზონაში [მათ შორის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში] დაიწყეს თავიანთი ამოცანების შესრულება. შედეგად, რუსულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება, რომელსაც რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიაღწიეს,” – აცხადებს სამინისტრო.