გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სენაკის ბაზა დატოვეს

რუსულმა სამხედრო კოლონამ, მათ შორის ჯავშანმანქანებმა და სატვირთო მანქანებმა, შაბათს დილით სენაკის სამხედრო ბაზა დატოვეს და თვითგამოცხაედბული აფხაზეთის მიმართულებით დაიძრნენ, იტყობინებიან რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

22 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სენაკის სამხედრო აეროდრომი ”რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში” დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ძალები არ აპირებენ ამ ტერიტორიის კონტროლზე უარის თქმას.

მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ რუსულმა ძალებმა დატოვეს სენაკის სამხედრო ბაზა, რუსული ძალები კვლავ ამაგრებენ თავიანთ საგუშაგოს სოფელ თეკლათში, სენაკის მახლობლად. 

ანალოგიური საგუშაგო, რომელიც ჯანშანმანქანებითაა გამაგრებული, ამჟამად ფოთის მახლობლად, სოფელ ნაბადაშიცაა განთავსებული.    

Exit mobile version