რუსულმა ძალებმა იგოეთში საგუშაგო მოხსნეს

ქართული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა სოფელ იგოეთთან საგუშაგო მოხსნეს და ტერიტორიიდან გასვლა დაიწყეს.

22 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსულმა სამხედრო სარდლობამ ადგილზე დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ 22 აგვისტოს 20:00 საათისთვის რუსული ძალები მოხსნიდნენ ყველა საგუშაგოს და ბლოკპოსტს ცენტრალური მაგისტრალიდან.

 

Exit mobile version