რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ 21 აგვისტოს თბილისში ჩამოვა, იტყობინება რუმინეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.