საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმიდან დღეს ფოთში რუსმა სამხედროებმა დააკავეს, იტყობინება ქართული მედია.
უცნობია რამდენი ჯარისკაცია დაკავებული ან რა იყო მათი ფოთში გამოჩენის მიზეზი მაშინ, როცა ქალაქი უკანასკნელი დღეების მანძილზე რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა. რუსული დანაყოფები პერიოდულად შედიან პორტში და სამხედრო საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის ქონებას ეზიდებიან ან ანადგურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს რუსმა სამხედროებმა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო გემი ჩაძირეს.