როიტერი: რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ ჩანს

რუსულ ძალებს და სამხედრო ტექნიკას საქართველოდან გასვლა ჯერ არ დაუწყიათ, იტყობინება ”როიტერი” 19 აგვისტოს თავის კორესპონდენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის ორივე მხარეს იმყოფებიან.

”როიტერის” თქმით, მის კორესპონდენტს, რომელმაც მთელი ღამე სამხრეთ ოსეთის ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე გაატარა, არ შეუნიშნავს საქართველოდან შემომავალი ძალების რაიმე მოძრაობა. 

ხოლო მეორე კორესპონდენტმა, რომელიც 18 აგვისტოს საღამოს ცხინვალის როკის გვირაბთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდა, განაცხადა, რომ მასაც არ დაუნახავს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი რუსული ტანკები ან ჯანშანტექნიკა.

ქართული მედიის ცნობით, ასევე არ ჩანს რაიმე ნიშნები იმისა, რომ რუსული ძალები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას ტოვებენ.

 

Exit mobile version