რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის განხილვას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ეწინააღმდეგებიან რუსეთის და საფრანგეთის ”აქტიურ მცდელობებს” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს უკვე არსებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში, რომელიც 18 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ცდილობენ ”დაამახინჯონ” საქმის რეალური ვითარება, რომ ”თითქოს საქართველოს აგრესიულ ქმედებებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ” არ ჰქონია გავლენა რეგიონზე.

”ისინი უგულებელყოფენ იმის გადაუდებელ აუცილებლობას, რომ დაიწყოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული საკითხის სერიოზული განხილვა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც საქართველომ მოაწერა ხელი, აღარ შეიცავს პუნქტს, რომელიც სტატუსის განხილვისკენ მოუწოდებს. თბილისის მოთხოვნის საფუძველზე ეს პუნქტი ამოღებულ იქნა საწყისი ვარიანტიდან. ამის სანაცვლოდ საბოლოო შეთანხმებაში წერია: ”საერთაშირისო მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების შექმნის შესახებ”.

თუმცა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ”შეუძლებელი იქნება ორი რესპუბლიკისთვის ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი სტატუსის შესახებ ამგვარი რეზოლუციის გარეშე, რომელიც საშუალებას მისცემს ოს და აფხაზ ხალხს მშვიდად უყურონ მომავალს”.  

 

Exit mobile version