რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა მოსკოვში დღეს 15 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი ძალების საქართველოდან გაყვანა.
მან დააკონკრეტა, რომ ეს არ არის მთლიანი გაყვანა, რადგანაც გარკვეული ძალები დარჩებიან სამხრეთ ოსეთში, როგორც სამშვიდობო ოპერაციის შესასრულებლად.
”რუსეთმა ღირსეულად დაასრულა თავისი ოპერაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად,” – განაცხადა ნოგოვიცინმა.
დღესვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ შეინიშნება.