სარკოზიმ და მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს დაუკავშირდა ტელეფონით, რათა ”ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერის პროცედურების დასრულების საკითხი განეხილა.” 

ტერმინის ”ყველა დაინტერესებული მხარე” გამოყენებით კრემლმა ნათლად მიანიშნა, რომ შეთახნმება მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არ არის, არამედ მასში სოხუმი და ცხინვალიც მონაწილეობენ.

მოგვიანებით კონდოლიზა რაისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თბილისსა და მოსკოვს შორის.

პრეზიდენტი მედვედევი 14 აგვისტოს მოსკოვში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდა, სადაც სეპარატისტმა ლიდერებმა ექვსპუნქტიან შეთანხმებას ასევე მოაწერეს ხელი. 

 

Exit mobile version