კონდოლიზა რაისი თბილისშია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი უკვე თბილისში იმყოფება. იგი საქართველოს საფრანგეთში სტუმრობის შემდეგ ეწვია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი იგეგმება.

ცოტა ხნის წინ CNN-ის პირდაპირ ეთერში ლარი კინგის თოქ შოუს საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო, სადაც წამყვანმა დასვა შეკითხვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისში პარიზიდან ჩამოიტანს კრიზისის მოწესრიგების გეგმას და მოაწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილი ამ შეთანხმებას.

”ჩვენ უნდა ვნახოთ მან [კონდოლიზა რაისმა] რა ჩამოიტანა. ჩვენ ისევ მოლაპარაკებათა პროცესში ვართ,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ რუსები ცდილობენ თავიანთი შემოჭრის და მათი საქართველოში ყოფნის დაკანონებას, ნამდვილი საერთაშორისო სამშვიდობოების და  საერთაშორისო გამჭირვალობის გარეშე, ეს ხალხი მეტ პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ და დანარჩენ ევროპასაც”.

Exit mobile version