გაეროს სააგენტოებმა და სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი ვერ ახერხებენ კონფლიქტის ზონაში, კერძოდ სამხრეთ ოსეთში შესვლას.
გაეროს რეგიონალურმა კოორდინატორმა საქართველოში რობერტ ვატკინსმა მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს ”დაუყონებლივ შექმნან საჭირო უსაფრთხოების და ადმინისტრაციული პირობები ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა ითვალისწინებს”.
”ეს საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას გამოვიდნენ იქიდან, ხოლო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარება გადასცენ მათ, ვისაც ის ესაჭიროება,” – განაცხადა მან.
გაეროს სააგენტოების განცხადებით, მათ ქვეყნის მასშტაბით 10 000 დევნილი ადამიანისთვის დაიწყეს დახმარების დარიგება.